ელისო კილაძე

კილაძე: ჯანყარაშვილი უდესიანს გაურიგდა საკრებულოს კონტროლის სანაცვლოდ

2013 წელს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დაშლის სანაცვლოდ შედგა გარიგება გია უდესიანსა და ზვიად ჯანყარაშვილს შორის. შუამავალი იყო ირაკლი შიხიაშვილი, რომელიც ხვდებოდა გია უდესიანს გერმანიაში. პირობა გახლდათ ის, რომ 4 დეპუტატი, რომელსაც პირადად აკონტროლებდა გია უდესიანი თბილისის საკრებულოში, ესენი გახლავან ირაკლი შიხიაშვილი, კოკი იონათამიშვილი, ბესარიონ ბენდელიანი, რომელიც მისი ნათესავი იყო და გელა ომანაძე, იქნა გადაბირებული და პორტირებული ქართული ოცნების რიგებში. ამის სანაცვლოდ გია უდესიანმა, მას შემდეგ, რაც გერმანიაში შეხვდა ზვიად ჯანყარაშვილს და მე მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, ამ ფაქტების გადამოწმება არ არის ძნელი, ვინ როდის კვეთდა საზღვარს და სად მიდიოდა და ვის ხვდებოდა, მან მიიღო გარანტიები იმისა, რომ მისი ბიზნესი ხელშეუხებელი ყოფილიყო და მეტიც, მან მიიღო გარანტია იმისა, რომ მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იქნებოდა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში. გია უდესიანი სხვათაშორის არ უარყოფს ამ ფაქტებს, მას ჰქონდა შემოთვლა ჩემთან და ფაქტიურად დაადასტურა ამ ფაქტების ნამდვილობა, მეტიც მან თქვა, რომ მასთან ერთად ამ გარიგებაში მონაწილეობდა კიდევ ერთი პირი, რომ ომანაძის გადაბირება ქართულ ოცნების მხარეს მისი დამსახურება არ არის და ამ საქმეში მონაწილეობდა დავით კირკიტაძე

განაცხადა ელისო კილაძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში საუბრისას გია უდესიანისა და ზვიად ჯანყარაშვილის გარიგებაზე საუბრისას.

კომენტარები