სამთავრობო ცვლილებები

საგანელიძე: ივანიშვილის და ღარიბაშვილის ე.წ. კადრები ერთი გუნდის წევრები არიან

მაინტერესებს, ჩავიხედო მის გონებაში, ვინც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის კადრი და ირაკლი ღარიბაშვილის კადრი სხვადასხვა კადრებია, სხვადასხვა გუნდია, სხვადასხვა ჯგუფია... ანდა, ის, ქართული ოცნება რასაც ჰქვია, კოალიცია, ამ კოალიციის კადრები განსხვავდება ბიძინა ივანიშვილის ან ირაკლი ღარიბაშვილის, ასე ვთქვათ, კადრებისგან. ასე რომ, ამას ნურავინ ნუ ცდილობთ და ნუ გინდათ გაყოთ, რომ ბატონი ბიძინას კადრი სხვა ხალხია, ბატონი ირაკლის კადრი სხვა ხალხია. კიდევ ქართულ ოცნებას სხვა კადრი ხომ არ ჰყავს კიდევ? ჰყავს? იქნებ კიდევ რამე გვარები და სახელები დაასახელოთ ჩვენი, ვინც კოალიციაში ვართ და ყველას ჩვენ-ჩვენი კადრები მოგვაწეროთ. ეს არის ერთი გუნდი, ეს არის ერთი საკადრო პოტენციალი, ერთი საკადრო ძალა, ასე რომ, ძალიან კარგია და მივესალმები, რომ ამ საკადრო რესურსიდან ხდება დღეს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნა.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრობის პოსტიდან დავით შავლიაშვილის გადადგომასა და მის ადგილას ბიძინა ივანიშვილის პირადი ბანკირის ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნაზე. საგანელიძეს ჰკითხეს, ხომ არ შეცვალა ირაკლი ღარიბაშვილის კადრი ბიძინა ივანიშვილის კადრმა.

კომენტარები