ლარის დევალვაცია

პრემიერი ენმ-ს: შეწყვიტეთ ეს აჟიოტაჟი ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით

ლარის გაუფასურება ძირითადად გამოწვეული იყო დოლარის სიძლიერით და გარე შოკებით - ეს განცხადება გააკეთა დღეს ბატონმა სადიკოვმა, რომელიც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ეს კიდევ ერთხელ ინფორმაციისთვის, რომ შეწყვიტოთ ეს აჟიოტაჟი და  ეს კამპანია, ეს დემაგოგია. გეტყვით ასევე იმას, რომ ბატონო მიშა, მაჭავარიანს მივმართავ, თქვენი სპეკულირება იმის თაობაზე, თითქოს ეკონომიკურ სტრუქტურაში არსებული სიძნელეების გადაჭრა უნდა მოხდეს ერთ წელში ან ორ წელში, არის აბსოლუტურად ტყუილი და თქვენ ცრუობთ, ბატონო მიშა. ზოგადად სტრუქტურის სიძნელეებზე როცა საუბრობთ, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ამის მოგვარება ერთ დღეში, ორ დღეში შეუძლებელია, მსგავსი ტყუილი არ უნდა იკადროთ, არ უნდა აკადროთ თქვენს თავს პირველ რიგში და მეორე, რა თქმა უნდა მოსახლეობა შეჩვეულია თქვენგან ტყუილების მოსმენას, მაგრამ აქედან იცოდეთ, რომ მიიღებთ საპასუხო სიმართლეს, ამას ზოგადად თქვენ გეუბნებით და ჯაფარიძეს და ყველას. თქვენ მიერ წარმოებული პოლიტიკის ანალიზი რომ გავაკეთოთ, მე ფაქტებს შეგახსენებთ, რომ 2003 წელს საქართველოს მდგომარეობა ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ასეთი იყო - 114-ე ადგილზე ვიყავით. 2012 წელს შედეგი მხოლოდ ერთი პოზიციით გააუმჯობესეთ, აი, ეს გააკეთეთ თქვენ ამდენი წლის განმავლობაში. ეს არის მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემები. ეს თქვენთვის, რომ იცოდეთ.

 

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ლარის კურსზე საუბრისას.

კომენტარები