საქართველოს ეროვნული ბანკი

მიროტაძე: ქადაგიძე იყო, არის და რჩება ადეიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრად

ის [გიორგი ქადაგიძე] არის ზურაბ ადეიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრი და აქტიური მეგობარი - იყო, არის და რჩება. მას არ ჰქონია არასდროს სურვილი, გაეცნობიერებინა, რომ პოლიტიკური გემოვნება და პოზიცია არ განსაზღვრავს იმ პოზიციაზე წარმატებულად საქმიანობას, რაზეც ხარ იმ მოცემულ შემთხვევაში. თუ პოლიტიკური პოზიცია უფრო მაღალია, ვიდრე პროფესიონალიზმი, ასეთ შემთხვევაში ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ტოვებენ დაკავებულ თანამდებობებს და იხსნიან პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა მას არ აქვს აღებული საქართველოს ხელისუფლების წინაშე, საზოგადოების წინაშე აქვს და საზოგადოება ბევრად უფრო მაღლა დგას და ძალიან ზეპარტიულია.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე საუბრისას.

კომენტარები