მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი: მთავრობის მთავარი საზრუნავი რიგაში ჩემი დაკავება ყოფილა

რუსმა ჟურნალისტმა კითხვა დამისვა და არც გამიკვირდა, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი საზრუნავი რიგაში ის კი არ ყოფილა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მისცენ უვიზო საზღვრები, არამედ თურმე ლატვიის მთავრობამ უნდა დამაკავოს და გადამცეს ამ უდღეურებს. ახლა მთავრობას, როცა ეს პრიორიტეტი აქვს, იმ მთავრობისგან როგორ შეიძლება, რამე დადგეს საერთოდ. გარდა იმისა, რომ თავს იბანძებს, ქვეყანას დააცინინებს და ყველა იტყვის, რომ ეს ქართველები რაღაც ვერ არიან, მთავრობაზე, რა თქმა უნდა... ამავე დროს, არც იმის ენერგია არა აქვს, რომ რამე კონსტრუქციული გააკეთოს თავისი ხალხისთვის. დამანებონ რა მე თავი და მიხედონ ხალხს, იმიტომ რომ, ეს არის საერთო ჯამში... ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, რაღაც უნდა ვიღონოთ ყველამ. იმ ქვეყანას, სადაც ხალხი დაიმშა, არავინ არსად მიიღებს იმიტომ, რომ ყველას ეშინია, რომ გავარდება, ყველა გაცვივდება უცხოეთში. მეორე, ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, ეს ყველგან უკვე დაფიქსირებულია. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც პოლიტპატიმრები არიან და სხედან მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერები არიან, უნდა გაუშვან. სხვანაირად არაფერი კარგი არ გამოვა. ეს წერია ყველა დოკუმენტში, ამაზე მიანიშნებენ ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც და ახლა რამდენჯერ უნდა უთხრან ერთი და იგივე. ანუ ჯიუტად ის ერთი კაცი ზის და არაფერი არ გამოდის.

განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რიგაში. ცნობისთვის, მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ დღეს თქვა, რომ პროკურატურა ამ დრომდე ელოდება ინტერპოლის პასუხს და მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის დაწყების სურვილი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

კომენტარები