ენმ-დან წასვლა

კუბლაშვილი: საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს, რა რეალური გეგმები გვაქვს

მე რომ დღეს მეტი ვთქვა, ვიდრე განცხადებაშია, ეს ნიშნავს, რომ უნდა ვისაუბრო შიდაპარტიულ სამზარეულოზე. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ჩემი მხრიდან ეს არც კორექტული იქნება და არც სწორი. არ ვაპირებ ამაზე სხვა კომენტარის გაკეთებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ირგვლივაც შემოიკრიბება ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს ინტერესი პროცესებისადმი. ეს იქნება პროდასავლური გაერთიანება, რომელსაც ექნება ის ღირებულებები, რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში. მე ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს, რა რეალური გეგმები გვაქვს.

განაცხადა ენმ-დან წასულმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.

კომენტარები