ენმ-დან წასვლა

ჩიქოვანი: ენმ-ს ყოფილ წევრებთან განსაკუთრებული თანამშრომლობა არ გვექნება

თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი ამ ადამიანებთან თავისუფალ დემოკრატებს არ გვექნება. რაც შეეხება იმ მიზეზებს, რომელიც მათ წამოსვლის მიზეზად განმარტეს, მექნებოდა ერთი შესწორება - არა მარტო ერთი გამოცდა, არამედ ძალიან ბევრი გამოცდა ვერ ჩააბარა ნაციონალურმა მოძრაობამ და სამწუხაროა, რომ ისინი ამას ვერ ხვდებოდნენ იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდიც ცდილობდნენ, შეენიღბათ ნაციონალური მოძრაობის მმართველობა საქართველოში.

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ენმ-დან ოთხი დეპუტატის გასვლაზე.

კომენტარები