არჩევნები 2016

სააკაშვილი: აღწერის შედეგების გაყალბებამ აჩვენა, რომ არჩევნები არ იქნება

მე პროცენტებს იმიტომ ვუყურებ სკეპტიკურად, რომ ჩვენ გვაქვს საქმე შულერთან. შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდები?! შულერთან არ უნდა დაჯდე პოკერის სათამაშოდ. ამ კაცს უკვე გამზადებული აქვს. აშკარად გააყალბა [საყოველთაო] აღწერის შედეგები. არ არის საქართველოში 3 700 000 მოსახლეობა. ეს ისეთი სისულელეა. როგორ, ყოველ წელიწადს იყო პოზიტიური შემოსვლის ბალანსი, 2008-ის გარდა და რანაირად შემცირდა მოსახლეობა, კიო არის და ააორთქლა ამდენი? მაგრამ ნახეთ სად წაიყვანა, რუსეთში დააფიქსირა, რომ არის 800 000 საქართველოს მოქალაქე. რატომ რუსეთში? იმიტომ, რომ რუსეთში გაიხსნება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნები, როგორც შევარდნაძემ და მაშინ ელჩმა აბაშიძემ და ახლა ამისმა მთავარმა წარმომადგენელმა რუსეთში, ზუსტად იციან, როგორ ჩამოიტანონ ხმები რუსეთიდან. 800 000 მოქალაქე არა, ტოროლა. რუსეთში მაქსიმუმ, ყველა ჩვენი დათვლით არის 150-დან 200 ათასამდე საქართველოს მოქალაქე. ამ სტატისტიკით წინასწარ გამოგვიცხადა და რაღაც ყველამ გაატარა, რომ არჩევნები არ იქნება. მე, ზურა აბაშიძე, კარასინი და პუტინი დავთვლით თქვენს შედეგებს

განაცხადა ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში.

კომენტარები