ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: IMF-ის წარმომადგენელმა მთხოვა, ქადაგიძე არ დაიჭირო და აპატიეო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო და მთხოვა პირად შეხვედრაში და ეს მართლაც გავითვალისწინე და ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ამ დროს ქართუ ბანკი.. და იცოდნენ მათაც, რომ მან [გიორგი ქადაგიძემ] კანონი დაარღვია და რომ ის დასაჭერია. ისე კი არ უთქვია, რომ ის დასაჭერი არ არის - "ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ, აპატიოთ". მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია, ეს გავაკეთო და მართლაც, პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა. მაგრამ საერთო საქმეები და მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, გიორგი ქადაგიძესაც შვხვდი იმის შემდეგ და განვუმარტე, რომ თუ მას სახელმწიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ვერც ერთნაირად ხელს ვერ დავაფარებდი. როგორც ჩანს, მას აქვს კიდევ დარღვევები. თუმცა, ამ დარღვევებს დამტკიცება სჭირდება და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. ის გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ "ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დააპატიმრა, რადგან მან ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა გაითვალისწინა".

კომენტარები