შსს-ს რეფორმა

მუჩაიძე შსს-ს რეფორმაზე: ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები იზრდება

მხოლოდ ტექნიკური გაყოფა არ შველის საქმეს, ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენციების გამიჯვნა, დუბლირების მასიმალურად თავიდან აცილება და თავიდან აცილება იმისი, რომ არ მოხდეს კვლავ ერთი უწყების ქვეშ, ნაკლებად კონტროლირებადი სხვადასხვა კომპეტენციების სტრუქტურების შერწყმა და შესვლა... დღესდღეობით არსებული პროკურატურის, სასამართლოს, პარლამენტის მწირი კონტროლის არსებობის პირობებში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები იზრდება და გამოდის ისე, რომ უსაფრთხოების სამსახური კი არა, ფაქტობრივად, ცალკე უშიშროების სამინისტრო იქმნება, ძალიან დიდი, გაბერილი კომპეტენციებით და ცალკე დიდ პრობლემას ვიღებთ შსს-დან გამოყოფით.

განაცხადა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში უსაფრთხოების სამსახურის შსს-დან გამოყოფაზე.

კომენტარები