ეროვნული ბანკი და ბიძინა ივანიშვილი

მეჭიაური: ქადაგიძე თვითონ არის ამ ქვეყნისთვის საფრთხე

ქადაგიძე თვითონ არის ამ ქვეყნისთვის საფრთხე და არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს იმაში ვერ ვეთანხმები, რომ აპატია მთლიანად ის წილი, რა პასუხისმგებლობაც ჰქონდა მისი ბიზნესის მიმართ. ქადაგიძე თვითონ აკეთებს პროვოცირებას, რომ ხელისუფლება დაუპირისპიროს სავალუტო ფონდს და ზოგიერთი წარმომადგენელიც სავალუტო ფონდისა, როდესაც ის უხეშად ერევა პარლამენტის ფუნქციებში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეზე.

კომენტარები