კოალიცია ქართული ოცნება

უსუფაშვილი: იძულებული ვარ, კოალი­ციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები­ გავუ­ცრუო

კოალიციაში სერიოზული ცვლილ­ების წინაპირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ კოალი­ციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები­ გავუ­ცრუო. შესაძლოა, პარლამენტისა და მთავ­რობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ და ა.შ.

 

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები