ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები

საბელაშვილი: რომ არა აქცია, გურიელიძეს დაკავება ემუქრებოდა

ზოოპარკის დირექტორი რომც ყოფილიყო უპასუხისმგებლო, ეს არაფერით გამორიცხავდა ჩემთვის პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობას, რომელმაც საკუთარი პირით გააჟღერა ის ინფორმაცია, რომ გარეთ მტაცებელი ცხოველები არ იმყოფებიან... ვერ მივხვდი, რა პრობლემა იყო, რომ ეთქვათ - არ არის აღმოჩენილი ეს ორი ვეფხვი და ერთ აფთარი... რატომ არ უნდა გამოცხადებულიყო კომენდანტის საათი, არ მესმის. .. გუშინ, როდესაც ზოოპარკის დირექტორი მიჰყავთ დაკითხვაზე პოლიციაში, გამოდის ადამიანი და ამბობს, რომ ყველაფერი არის ჩემი ბრალი, მე მაპატიეთ და ამის მერე აღიძრება საქმე... ოპონენტები მეუბნებოდნენ - ვინმემ თქვა, რომ დაჭერას აპირებდნენ? ვფიქრობ, რომ ჩვენი აქციის დამსახურებაა, რომ ეს ვერ თქვეს.

 

სამოქალაქო აქტივისტი, ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის მიმართ სოლიდარობის აქციის ორგანიზატორი პაატა საბელაშვილი ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები