ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: თბილისის ზღვაზე 126 ათასი ჩინელის ჩასახლება იგეგმებოდა

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემთან სამი მინისტრი მოვიდა და მითხრეს, რომ თბილისის ზღვაზე რაღაც საშინელება პროექტი კეთდებოდა. ვერკვევით ჩვენ ამაში. კონტრაქტში არ წერია, მაგრამ ეს მინისტრები შეხვდნენ ჩინურ მხარეს, რომლებმაც თქვეს, რომ 126 ათასი ჩინელი უნდა დასახლებულიყო ამ პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე. 126 ათასის კომპაქტურად დასახლება ალბათ, სწორი არ იქნება და ამას კონსტიტუციაც ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნებში. მე უსუფაშვილს დავუძახე და ვთხოვე, მოხდეს დარეგულირება მიგრაციის შესახებ და სხვა საკითხებზე კანონის, რომ არ შეგვეშინდეს სიახლეების. ეს იყო საიდუმლო და ამის შესახებ საზოგადოებამ არ იცოდა. თავად კონტრაქტზე ეს არ ეწერა და შეიძლება სიტყვიერი შეთანხმება იყო, რომ ეს მომხდარიყო.

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოლიმპიური სოფლის პროექტის შესახებ, კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები