ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება [კეზერაშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღება] საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ხელს უშლის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში, ეს სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, საქართველოს მხრიდან ეს თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება, იქნება ეს ექსტრადიციის თუ პატიმართა გადაცემა-გადმოცემის საკითხში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე მე მაქვს ჩემი კითხვები - თუ როგორ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან მათ მეთოდი შეცვალეს და ვისურვებდი, რომ პოლიცია და მათ შორის ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე. პოლიცია უნდა იყოს, პირველ რიგში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი.
tbl.ge/f8n
დაკოპირდა
კეზერაშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება
ამავე თემაზე
- ფორმულა: თავდასხმის სამიზნე კეზერაშვილი ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა
- კობახიძე კეზერაშვილის განაჩენზე: ტელევიზიის ფლობა ინდულგენცია ვერ იქნება
- სააპელაციომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა
- კეზერაშვილი: დახურავთ ფორმულას? მაშინვე ახალი გაჩნდება, თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით
- კეზერაშვილი: უზენაესის გადაწყვეტილებას სტრასბურგში გავასაჩივრებ, ისტორიის სწორ მხარეს ვარ