უსუფაშვილი

უსუფაშვილი: ჩვენი კონსტიტუცია არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა. საქართველოს კონსტიტუცია არ და ვერ მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს პრობლემა ჩვენი საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემაა, ჩვენი კონსტიტუციის პრობლემაა და ეს ჩვენი მოსაგვარებელია და ამ მოგვარებასაც ჭირდება სწორედ დღევანდელი კონსტიტუციის მიერ დადგენილი სტანდარტების განუხრელი შესრულება, დღევანდელი კონსტიტუციით განსაზღვრული ტიპის სახელმწიფოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ქართული, ევროპული, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კონსტიტუციის 20 წლისთავისთვის მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები