კახელი მევენახეები

გოცირიძე: სუბსიდირება არის ცუდი, მაგრამ გლეხების პრეტენზია სამართლიანია

ნებისმიერი სუბსიდირებული ეკონომიკა ნიშნავს პროდუქციის შექმნასა და ადამიანური თუ ფინანსური რესურსების გაფლანგვასა და არარაციონალურ გამოყენებას. ანუ ისეთი სიმდიდრის შექმნას, რომელიც არ არის საჭირო. ანუ ეს არის მთავრობის მიერ სხვადასხვა მეთოდებით, იქნება ეს საგადასახადო თუ პირდაპირი ფულადი ინექციით ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც არ სჭირდება ბაზარს. თავისთავად, სუბსიდირებული პოლიტიკა არის ცუდი, მაგრამ ეს იყო მთავრობის მთავარი ხაზი. ამიტომ, ნუ გაგვიკვირდება, თუ გლეხებს საკმაოდ სამართლიანი პრეტენზია აქვთ ხელისუფლებასთან. ისინი შეაჩვიეს სუბსიდირებას. გავიხსენოთ როგორ დაიწყო მთავრობამ სუბსიდირება: პირველი იყო ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება, მეორე იყო ხვნა-თესვა, შემდეგ გაგრძელდა და დაიწყო ვენახების სუბსიდირება, მეღვინეობის, შემდეგ ღვინის ქარხნების სუბსიდირება, აგროდაზღვევის სუბსიდირება. ამას დაემატა უხარისხო ვაშლის გადამუშავების სტიმულირება მთავრობის მეშვეობით. ამას კიდევ დაემატა ციტრუსის სუბსიდირება, ახლა უზარმაზარი სეგმენტი ეკონომიკისა, ენერგეტიკა გახდა სუბსიდირებული და სოციალურად დაუცველ ადამიანებს აუცილებლად დასჭირდებათ გარკვეული დახმარება. თბილისში გაზი სუბსიდირებულია. ხვალ და ზეგ წყლის სუბსიდირება გახდება აუცილებელი. ანუ ეს იყო მთავრობის პოლიტიკა და ის ვერ მიხვდა, რომ ნაცვლად იმისა, რომ მას ჯანსაღი ეკონომიკა შეექმნა, მან ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვის ეკონომიკა შექმნა

რომან გოცირიძე მევენახეების პროტესტსა და ყურძნის სუბსიდირებაზე

კომენტარები