გიგი უგულავას საქმე

კობახიძე: ვერ ვიტყვი, რომ გიორგი პაპუაშვილი თავისუფალია ენმ-ის გავლენებისგან

თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ნაციონალურ მოძრაობასთან მეგობრობით, მათთან კავშირებით, გარკვეული დამოკიდებულებებით, გარკვეული სხვა გავლენებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ეჭვი მაქვს, არსებობს, მაშინ, ბუნებრივია, გვაქვს პრეტენზია და, როგორც ჩანს, კიდევ შეიძლება იყოს პრობლემები ამ გავლენების და დამოკიდებულებების გამო. მე ვერ ვარ ისეთი ოპტიმისტი, ვთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილი დღეს თავისუფალია ნაციონალური მოძრაობის გავლენებისგან. ეს არის რეალობა - დავინახოთ და ვთქვათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები