გიგი უგულავას საქმე

უგულავა: მათი მარცხი და ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი

არჩევნები არის მოახლოებული, რიგგარეშე დაინიშნება? რიგგარეშეში მოვიგებთ, 2016-ის ოქტომბერში იქნება? ოქტომბერში მოვიგებთ. შეცვლიან საარჩევნო სისტემას? მათთვისვე არის უკეთესი, იმიტომ რომ საერთაშორისო აღიარება ექნება ამ არჩევნებს. არ შეცვლიან? იმ სისტემით, რა სისტემითაც არის, იმ სისტემით მოვიგებთ არჩევნებს, იმიტომ რომ მათი მარცხი არის გარდაუვალი. ჩვენი გამარჯვება და ყველა პროევროპული ძალის გამარჯვება არის გარდაუვალი და ერთხელ და სამუდამოდ, ის ექსპერიმენტი, რომელიც ჩვენ ჩვენს თავს ჩავუტარეთ და ეს იყო ძალიან კარგი აღმზრდელობითი ექსპერიმენტი, რომ "მდიდარი მოვა და თავის ფულს დახარჯავს, მდიდარი მოვა და აღარ მოიპარავს", ქურდებით გაავსეს მთელი სახელმწიფო უწყებები, ეს მითი დაინგრა. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალი დადებული აგური ქვეყნის განვითარებისთვის. 

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.

კომენტარები