პაპუაშვილი: გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე

16 სექტემბერს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთხმად გამოაცხადა გადაწყვეტილება, გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეების საცხოვრებელ ადგილებთან, ახდენენ მათ ბლოკირებას, ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეებს, მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას, ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, დროული რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე, რათა სასამართლომ შეძლოს ნორმალური ფუნქციონირება. მეორე მხრივ, მინდა მოვუწოდო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისაგან, რაც დაკავშირებულია სასამართლოს შიდა პროცედურულ საკითხებთან. და ასევე მოველი იმავე პოლიტიკოსებისგან, რომ ისინი დაგმობენ ამგვარ ზეწოლის ფაქტებს სასამართლოსა და მოსამართლეებზე

განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილმა თბილისი მერიოტიდან გამოსვლის შემდეგ
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები