ჩვენ ერთ რამეს ვლამობთ და მივაღწევთ - საქართველო ყოველთვის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ ვინმე მოინდომებს, რომ უფროსი იყოს, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს მეგობრობის ხელს ვუწვდით. ჩვენი ოპონენტები კი ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ. ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ. ღირსეული მეგობრები ვიქნებით და ყველა იმ საქმეში წავყვებით, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს დღის წესრიგად ნურავინ დაგვიდებს - და მაგალითად, დიდი ილიას მიერ ნათქვამი ტრიადიდან სარწმუნოებას ნუ ამოგვიღებს და ნუ ჩაგვინაცვლებს, ნურავის ხელით. მოკლედ, ომს ნუ მოგვიწოდებს, როგორც ეს 2-3 წლის წინ ხდებოდა.
tbl.ge/6rlp
დაკოპირდა
თქვა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- კრამონი პაპუაშვილზე: 425 ევროპარლამენტარს აქვს სურვილი, მას ევროკავშირის ანაბანა აუხსნას
- ბოკერია: სწორედ ოცნებაა ძალადობრივი არეულობის პარტია, რომელიც რუსეთთან არის შეკრული
- კასრაძე: ცემის მერე, საზოგადოების დიდ ნაწილს პროტესტი ექნება
- ფონ კრამონი: საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია
- მარგუს ცაჰკნა: ცნობები ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ შემაშფოთებელია