წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.
8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ მათ [ევროპარლამენტარებს] არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ".
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს 31 ევროპარლამენტარი წერილს წერს, რომელშიც ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა წარდგენას აკრიტიკებენ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებასა და ევროკავშირის მიერ საქართველოს სამთავრობო პროგრამების დაფინანსების გადახედვას ითხოვენ.
მანამდე, 25 აპრილს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში რუსული კანონის მიღებას ეხება და შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ბლოკის კომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვასა და საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვას.
რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტარმა, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.