საქართველო - რუსეთის ერთ-ერთი “მთავარი საფრთხე”

ფონდ  „საზოგადოებრივი აზრის“  გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ  რუსეთის მოქალაქეები მათთვის მთავარი საფრთხის შემცველ ქვეყნებად  აშშ-ს, ჩინეთსა და საქართველოს  მიიჩნევენ.  ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-ს რუსული სამსახური იუწყება.

2000 წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებმა მათთვის მთავარ საფრთხედ  აშშ, ავღანეთი და ჩინეთი დაასახელეს.

წლევანდელ გამოკითხვაში, რუსეთისთვის საფრთხეების შემცველი ქვეყნების რეიტინგში „საპატიო“ სამეულის შემდეგ, მეოთხე ადგილი იაპონიას, ხოლო მეხუთე  ბელორუსს უკავია. ფონდ ”საზოგადოებრივი აზრის” სპეციალისტების თქმით,  ბელორუსის ხუთეულში მოხვედრა იმ ნეგატიურმა სიუჟეტებმა გამოიწვია, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია რუსული არხები  ამ ქვეყნის შესახებ ამზადებენ. 

კომენტარები