ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე საქართველომ და რუსეთმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე. ჟენევაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ ( საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) განმარტა, რომ შეხვედრა ამჯერადაც უშედეგი იყო და კიდევ ერთი შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთი არ იღებს საქართველოს პირობას - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის დათანხმდეს საქართველოსთან საზღვრის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პერიმეტრების მონიტორინგს.
tbl.ge/liw
დაკოპირდა