სპეცოპერაცია

მონღოლეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

მონღოლეთში ყოფილი პრეზიდენტის,  ნამბარინ ენხბაიარის, დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარეს, მასში 300-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

გავრცელებული ცნობებით, პოლიციელებმა ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მაშინ სცადეს, როცა ის ულან-ბატორში, სახლისკენ მიემგზავრებოდა. ენხბაიარის დაცვის თანამშრომლებმა მოახერხეს ის პოლიციელებისგან გაერიდებინათ და მახლობელი შენობის ტერიტორიაზე შეეყვანათ. შენობას სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა შეაფარა თავი მისმა მომხრეებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. სპეცოპერაცია გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მონღოლეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. მას  ბრალი ედება ქვეყნის მართვისას კორუფციული მაქინაციების წარმოებაში, თუმცა დაკავებული აცხადებს, რომ ბრალდებები, რომლებიც წაუყენეს პოლიტიკურად არის მოტივირებული. ენხბაიარი ქვეყანას 2005-2009 წლებში მართავდა.

 

კომენტარები