სტუდენტური თვითმმართველობა

თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნებზე რეგისტრაცია დასრულდა

თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა.

თსუ-ს ცესკოს თავჯდომარის დიმიტრი გეგენავას განცხადებით, ამ დროისთვის, არჩევნებზე დარეგისტრირებულია ექვსი დამოუკიდებელი კანდიდატი და სამი ორგანიზაცია: „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისთვის“ და „თსუ ალიანსი სტუდენტებისთვის“. სულ არსებული 120 მანდატისთვის 149 კანდიდატი იბრძვის.

ცესკოს წარმომადგენელმა მედიასთან რეგისტრაციის მსვლელობისას შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სტუდენტთა ნაწილმა რეგისტრაციისას აუცილებელი პირობები ვერ გაითვალისწინა - არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებისთვის 3 დღის ვადა მიეცათ.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო დამკვირვებლებსაც მოიწვევენ. არჩევნებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „IFES”-ის წარმომადგენლები დაესწრებიან. 12 საარჩევნო უბანზე იგეგმება ვიდეო-კამერების დამონტაჟება.

 თსუ-ს 2012 წლის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 18 მაისს გაიმართება.

 

კომენტარები