ევრო 2012

ჰოლანდიის ნაკრები

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მიიწვია.

ჰოლანდიელები B ჯგუფში იასპარეზებენ: 9 ივნისს ხარკოვში დანიელებს დაუპირისპირდებიან, 13 ივნისს იქვე გაეჯიბრებიან გერმანელებს, 17 ივნისს კი, კვლავ ხარკოვში, პორტუგალიას შეხვდებიან.

მეკარეები: ტიმ კრული (ნიუკასლ იუნაიტედი, ინგლისი), მაარტენ შტეკელენბურგი (რომა, იტალია), მიშელ ვორმი (სუონსი სიტი, უელსი)

მცველები: ხალიდ ბულარუზი (შტუტგარტი, გერმანია), ვილფრედ ბუმა (პსვ ეინდჰოვენი), ჯონ ჰეიტინგა (ევერტონი, ინგლისი), იორის მატიისენი (მალაგა, ესპანეთი), რონ ვლაარი (ფეიენოორდი), გრეგორი ვან დერ ვიელი (აიაქსი), ჯეტრო ვილემსი (პსვ ეინდჰოვენი)

ნახევარმცველები: მარკ ვან ბომელი (მილანი, იტალია), ნაიჯელ დე იონგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სტიინ შხაარსი (სპორტინგი, პორტუგალია), უესლი სნეიდერი (ინტერი, იტალია), კევინ შტროოტმანი (პსვ ეინდჰოვენი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი)

თავდამსხმელები: იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა, ესპანეთი), კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე 04, გერმანია), ლუუკ დე იონგი (ტვენტე), დირკ კუიტი (ლივერპული, ინგლისი), ლუსიანო ნარსინგი (ჰეერენვეენი), რობინ ვან პერსი (არსენალი, ინგლისი), არიენ რობენი (ბაიერნი, გერმანია)

კომენტარები