ჰოლივუდში მოღვაწე ბრიტანული წარმოშობის რეჟისორმა ტონი სკოტმა 68 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ლოს-ანჯელესის პოლიციის ცნობით, ის ხიდიდან ღამის 12:30 წუთზე გადმოხტა. სკოტმა გამოსამშვიდობებელი წერილი ხიდზე მდგომ მანქანაში დატოვა. გარდაცვლილის ვინაობა დილის 7 საათზე დადგინდა.
ტონი სკოტს გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: Top Gun, Beverly Hills Cop II და Unstoppable. ის ასევე ცნობილი რეჟისორის რიდლი სკოტის ძმაა.