თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო: ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება

საქართველო-დაღესტნის საზღვართან მიმდინარე ოპერაციის შესახებ შსს-მ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მიმდინარე ამბების შესახებ იმავე განცხადებას თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. შეიქმნა უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

,, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნი­ლია კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის შტა­ბი, რო­მელ­შიც შე­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა, იუს­ტი­ცი­ის და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი.’’-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის საზ­ღვარ­თან, და­ღეს­ტნის მო­ნაკ­ვეთ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აღ­მო­ჩე­ნი­ლია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი და ამ დრომდე მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის დევ­ნის ოპე­რა­ცია.

კომენტარები