სპორტის უნივერსიტეტი

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა სპორტის აკადემიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის სპორტის კომიტეტის გადაწყვეტილებით, სპორტის აკადემია აღდგება, სახელწოდებას შეიცვლის და სპორტის უნივერსიტეტის სახელით იფუნქციონირებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის, ირაკლი დოლაბერიძის განცხადებით,  უნივერსიტეტი სხვადასხვა სპორტული კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებაზე იზრუნებს. 

"ჩვენ ვფიქრობთ და გადაწყვეტილი გვაქვს, რომ აღვადგინოთ სამ საფეხურიანი სასწავლებელი. ეს იქნება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მოამზადებს მწვრთნელებს სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს და სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის სპეციალისტებს" - განაცხადა დოლაბერიძემ

კომენტარები