ელჩები

სამადაშვილი: ელჩების გათავისუფლების შესახებ განკარგულება უახლოეს დღეებში გამოიცემა

ტელეკომპანია მაესტროსთან საუბარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება გამოიცემა.
"ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლების მიერ იქნა მიღებული. მე განცხადება გადადგომის შესახებ არ დამიწერია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მსგავსი განკარგულება, ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უახლოეს დღეებში გამოიცემა. თავისთავად, იმაში უცნაური არაფერი არ არის, რომ ახალ მთავრობას უნდოდეს, საკუთარი კანდიდატები დანიშნოს მნიშვნელოვან დიპლომატიურ პოსტებზე, თუმცა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ იმ ბრალდებებს, რომელიც გაისმა ჩემ მიმართ, რომ მე წარმოვადგენდი ვიწრო პარტიულ ინტერესებს ბრიუსელში მოღვაწეობის დროს და არა ქვეყნის ინტერესებს. ეს ბრალდება ჩემი აზრით აბსურდულია", - განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების განკარგულებას პრეზიდენტი გამოსცემს.

კომენტარები