შსს

შსს-ს თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

შსს-ს თანამშრომელმა, კარინა გრიგორიანმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. პოლიციელის პროტესტის მიზეზი, რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირების პოლიტპატიმრების სტატუსით შეწყალება გახდა.

კარინა გრიგორიანმა შს სამინისტროს შენობის წინ სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ''დაუშვა მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომა''.

"ანალოგიურად ფიქრობს სამინისტროს ბევრი თანამშრომელი. თუმცა, ისინი ღია პროტესტს ერიდებიან, რადგან მათ უკან ოჯახები დგას. ენვერის საქმეში პირადად ვმონაწილეობდი და ვიცი, ვინ იყვნენ ისინი, ვინც მაშინ დააკავეს. ისინი იყვნენ რუსეთის ჯაშუშები. არ მსურს ვიყო იმ ხელისუფლების მიერ მართული პოლიციის თანამშრომელი, რომელიც რუსეთის აგენტებს პოლიტპატიმრებად რაცხავს და ციხიდან ათავისუფლებს. ამიტომ, პროტესტის ნიშნად ვტოვებ შს სამინისტროს", - განაცხადა პოლიციელმა. 

შე­გახ­სე­ნებთ, ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, 13 იან­ვარს, სა­პა­ტიმ­რო 190-მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა.

კომენტარები