თელავის რაიონის სოფელ აკურაში იოსებ სტალინის მონუმენტი კვარცხლბეკიდან ჩამოხსნეს და ვარდისფრად შეღებეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სოფლის მოსახლეობის თქმით, ძეგლი სავარაუდოდ წინა ხელისუფლების მხარდამჭერებმა დააზიანეს, ვინაიდან ისინი მის აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ.
ზემო ალვანის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევააა - პირველად სოფელ ზემო ალვანში შეასხეს სტალინის ძეგლს საღებავი.
სტალინის მონუმენტი ერთი წლის წინ აიღეს, თუმცა 21 დეკემბერს, მის დაბადების დღეს სოფლის მცხოვრებლებმა იგი აღადგინეს.