მთავარი პროკურატურა

პოლიტდევნილის სტატუსის მქონე პირთა ძებნის პროცედურები დასრულდა

პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მქონე პირების მიმართ ძებნის პროცედურები დასრულდა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი:

„2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული, „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და მათი სასჯელისგან განთავისუფლება.

 პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით დევნილებას აცნობებს,რომ პოლიტიკური ნიშნით დევნილი 25-ვე პირის მიმართ დასრულდა ძებნის პროცედურები როგორც საქართველოს,ასევე ინტერპოლისა და დსთ-ს სათანადო სტრუქტურებში.“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები