საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თბილისის შენობის რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოცხადდება

პარლამენტის აპარატი პარლამენტის თბილისის შენობის დარბაზების რეკონსტრუქციაზე ტენდერს 4 აპრილს გამოაცხადებს. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სასესიო, პირველი რესპუბლიკის, ილია ჭავჭავაძის სახელობის და კინოს დარბაზებს. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ შოთა გოშაძემ განუცხადა.

გოშაძის ინფრომაციით პარლამენტის დარბაზების რეკონსტრუქციისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყოფა და რეკონსტრუქციის დასასრულებლად გამარჯვებულ კომპანიას 150 დღე მიეცემა.

თებერვალში პარლამენტის აპარატმა პარლამენტის სარემონტო სამუშაობისთვის 1.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა.  თუმცა გოშაძის ინფორმაციით ტენდერში გამარჯვებული სავარაუდოდ ხვალ გამოვლინდება და ის სავარაუდოდ კომპანია "ორნამენტი" იქნება.

 

კომენტარები