იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას სჯერა რომ კირვალიძე კანონთან მართალია.
"დღეს ჩემთვის, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრისთვის არის მძიმე დღე, იმიტომ რომ, ჩვენ გამოგვაკლდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა - დავით კირვალიძე. ის ამბავი, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის საგანი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩემთვის, როგორც ამბავი ცნობილი იყო, მაგრამ რამდენიმე ჩინოსნის დაკავების შესახებ გუშინ მედიიდან გავიგე და არ ვიცნობ სისხლის სამართლის მასალებს, ამიტომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ, 2 მაისის, სხდომაზე მიმართა.
დავით კირვალიძე