მიქაუტაძის საქმე

წულუკიანი მიქაუტაძის საქმეზე: ვენდოთ გამოძიებას და დაველოდოთ შედეგებს

https://www.facebook.com

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მამუკა მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე კომენტარების გაკეთებისგან თავის შეიკავონ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. მე ვისურვებდი, რომ ყველამ შეიკავოს თავი წინასწარი კომენტარებისგან, სანამ ოფიციალური ექპერტიზა არ დაიდება და ვენდოთ გამოძიებას და დაველოდოთ მის შედეგებს. გელა ხვედელიძის მაგალითი აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში თვითონ მინისტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ებრძოლოს დაუსჯელობის სინდრომს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

36 წლის მამუკა მიქაუტაძე, რომელიც 5 ივლისს პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვნეს. ოჯახის წევრების პირველი ვერსიით, მან თავი მოიკლა, რადგან სამმართველოში, ზეწოლის შედეგად, მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს. მოგვიანებით, გარდაცვლილის მეუღლემ განაცხადა, რომ შესაძლოა, იგი კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს.

კომენტარები