საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: გარდა იმისა, რომ ოლიმპიური კომიტეტი არიან, არიან ქართველები

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სოჭის ოლიმპიადაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირის", რუსი სამხედრო მფრინავის, ივან ნიჩაევის მეჩირაღდნედ გამწესებას პუტინის მიერ ცხინვალის იდეის პოპულარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მისი თქმით, იმპერიული არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს თავი ჩააყოფინოს ტალახში.

"დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი გამიზნულად არის გაკეთებული. ისევე როგორც, გამიზნულად ჩამოიყვანენ იქ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაციებს. წაიყვანენ ოლიმპიადის სტუმრებს ექსკურსიაზე აფხაზეთში, გამოიყენებენ აფხაზეთის ინფრასტრუქტურას ჩვენი ნებართვის გარეშე... პუტინი გამოიყენებს ამ ოლიმპიადას აფხაზეთის და ცხინვალის იდეის პოპულარიზაციისთვის. მოვუწოდებ ყველას, მიიღოს თავისი გადაწყვეტილება. მე არ ვახორციელებ ზეწოლას ოლიმპიურ კომიტეტზე, ეს მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს. მაგრამ ისინი, გარდა იმისა, რომ ოლიმპიური კომიტეტი არიან, არიან ქართველები და ქართველს უნდა ჰქონდეს სწორი რეაქცია",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები