ივანიშვილის შეხვედრა მედიასთან და ექსპერტებთან

ივანიშვილმა განმარტა, რა იყო ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრის მიზანი

france24.com/

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში სტუმრობისას დღეს, 24 ოქტომბერს განმარტა, თუ რატომ დახარჯა 10 საათზე მეტი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისთვის. ივანიშვილის თქმით, მის ამ ნაბიჯს ორი მიზანი ჰქონდა: 1. იმის ჩვენება, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა დაპირება შეასრულა და 2. საზოგადოებაში არსებული პრობლემების წარმოჩენა.

"ვერცერთმა ექსპერტმა და ჟურნალისტმა ვერ მაჩვენა ჩემს მიერ გაცემული შეუსრულებელი დაპირება და ეს არის ჩემთვის კარგი მაჩვენებელი. გარდა ამისა, მე მინდოდა მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ მე არსად არ მივდივარ, მოვდივარ. საზოგადოებაში გლობალურად ძალიან ბევრია გასაკეთებელი და საზოგადოება არ არის მარტო მთავრობა, მხოლოდ მთავრობას არ მოეთხოვება. მე ვაჩვენე, რომ პრობლემებია მედიაში, ექსპერტებშიც პრობლემაა, სხვა ნაწილშიც პრობლემაა და მე გარკვეულწილად ვნებათაღელვა ჩავაქრე, მე არსადა არ მივდივარ, მოვდივარ 20-წლიან ციკლში და სანამ მექნება ენერგია, უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს და აუცილებლად უნდა ჩავდგეთ ევროპის ღირსეული ქვეყნების რიგში. აი ეს ორი მიზანი მქონდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა კავკასიის ეთერში.

კომენტარები