დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ბიძინა ივანიშვილი ბოლოჯერ უხელმძღვანელებს.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილული იქნება პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის მომზადებისა და ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხები.
შეგახსენებთ რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.