სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

საგანელიძე: ვერ ვიაზრებ, რომ ვცხოვრობდი იქ, სადაც პრეზიდენტი იყო სააკაშვილი

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, "როცა საკუთარ ხალხთანაც არა გაქვს იმის შნო, უნარი და თავი, რომ გამოხვიდე და თქვა, მაშინ ალბათ არც ხარ ღირსი, რომ შენს ქვეყანაში ჩამოხვიდე". ასე უპასუხა საგანელიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე არგამოცხადებას და დისტანციურად დაკითხვაზე უარის თქმას.

"ეს იქნება პასუხი. და ის, რომ უცხო ქვეყნიდან საათობით შეგიძლია ლანძღო და თათხო ის ადამიანები, ვინც შენს გვერდზე იდგა, ვისთან ერთადაც იბრძოდი... მისი ოჯახის წევრები, ის რაც მე მოვისმინე, ის უმსგავსობა, ალბათ, მართლა ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ ცხრა წელი ვიცხოვრე იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი", - თქვა საგანელიძემ.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე გუშინ, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც რამდენჯერმე აღნიშნა სააკაშვილმა, ის საქართველოში არ ჩამოვიდა. გუშინ საღამოს, მთავარმა პროკურატურამ ტექნიკური საშუალებებით, დისტანციური დაკითხვა შესთავაზა, რაზეც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე უარი თქვა.

კომენტარები