საქართველოს ოფიციალური დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ბელგიაში გაფრინდა. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
დელეგაციის შემადგებნლობაში 8 მინისტრია. საქართველოს მთავრობის წევრები ევროკომისართა კოლეგიასაც შეხვდებიან. დაგეგმილია ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.