საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ ყოველთვიური ეკონომიკური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
საქსტატის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა აპრილის თვეში მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა, როდესაც ეს მაჩვენებელი მარტში 8.3%, თებერვალში 5.6%, იანვარში კი 8.2%-ს უტოლდებოდა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2014 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში სტაბილურია. იმპორტი იანვარ-აპრილის პერიოდში საშუალოდ 630 მილიონ ამერიკულ დოლარს, ექსპორტი კი საშუალოდ 240 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
წინა წელთან შედარებით ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვმა 13.5%-ით იკლო.
აპრილის თვეში, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია.