29 ივნისს განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება

29 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება. 

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა, 2014 წლის 29 ივნისს შემდეგ საარჩევნო უბნებში გაიმართება:

№22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;

№26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი;

№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები;

№40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი;

№55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;

№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;

№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;

№79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი;

№81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.

კომენტარები