ცესკო: განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

დღეს თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 9 ოლქის 14 უბანზე იმართება. როგორც ცესკო-ს სპიკერი ეკა აზარაშვილი აღნიშნავს, ყველა უბანი დროულად - 08:00 საათზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს. მისი თქმით, კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

ეკა აზარაშვილმა ქობულეთის №81 ოლქის №34 უბანზე გამოვლენილი ინციდენტის შესახებაც ისაუბრა.

„საარჩევნო უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან არაუფლებამოსილი პირი იმყოფება. საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მას რამდენჯერმე მიმართეს დაეტოვებინა უბანი, რაზეც აღნიშნული პირი უარს აცხადებს. ცესკო მოუწოდებს, არჩევნებში ჩართულ მხარეებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესები დაიცვან და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას", - ამბობს ეკა აზარაშვილი.  

დღეს განმეორებითი არჩევნები შემდეგ უბნებზე იმართება:

№22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;

№26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი;

№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4,  №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები;

№40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი;

№55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;

№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;

№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;

№79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი;

№81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.

კომენტარები