უგულავას საქმე

უგულავა: ვაპირებ დავრჩე და ვიბრძოლო, თუნდაც ციხიდან

Gigi Ugulava
Tabula

თბილსის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული იმის მტკიცება, რომ  იგი ქვეყნის დატოვებას და მართლმსაჯულებისგან მიმალვას აპირებდა.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა მას ადვოკატთან შეხვედრის და  დაცვის უფლებით სარგებლობის საშუალება რამდენიმე საათის განმავლობაში არ მისცეს.

უგულავას განცხადებთ, სამართალდამცველებმა მისთვის გადაადგილების თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა სცადეს, რაც მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა.  „ამ უკანონო დაკავებით საგამოძიებო ორგანოებმა და პროკურატურამ სახეში შეაფურთხა სასამართლოს“,  - აღნიშნა უგულავამ.

უგულავას განცხადებთ, იგი უცხოეთში დაახლოებთ 20 ჯერ გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა და ქვეყნის დატოვებაც ბევრჯერ შეეძლო. მისი თქმთ, მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა, "რაზეც მოწმობს ეს ფართხა-ფურთხით შეთითხნილი საქმეები".

„მე,   გიგი უგულავა,  არსად გაქცევას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ,  ვაპირებ დავრჩე და ვიბრძოლო,  თუნდაც ციხიდან“,  - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შყუამდგომლობა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის აცილების შესახებ.  დაცვის მხარის განცხადებით, უგულავას ქვისლს გიორგი ღონიაშვილს ამავე მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და არის ეჭვი, რომ უგულავასთან დაკავშირებითაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებამ ედება. პროკურატურა თბილისის ყოფილი მერისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

კომენტარები