PMMG: თბილისში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე აქტივობა 13%-ია

თბილისში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 საარჩევნო ოლქის (კრწანისი #4, ისანი #5 და სამგორი #6) 46 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა არის 13%.

მრავალეროვანი საქართველოს სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 12:00 მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა მცხეთაში 20%-ია, გორში - 15.10% და თელავში 13.20%. 

მრავალეროვანი საქართველოს სადამკვირვებლო მისია 155 დამკვირვებლის მეშვეობით 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პროცესის დამკვირვებლები 100%-ით ფარავენ ქალაქებს - თელავი, გორი და მცხეთა.

კომენტარები