17 მაისი, როგორც იცით, საქართველოს უწმინდესის და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა როგორც ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის დღედ. ჩვენ, უპარტიო მაჟორიტარებმა და ჩვენმა ჯგუფმა, მოვიფიქრეთ ესეთი წინადადება, შემოვდივართ წინადადებით, დღეს აქ არის მთავრობაც, აქ არის ჩვენი კოლეგებიც, მე მგონი, კოლეგებიც დაგვიჭერენ მხარს. ჩვენი ხალხი ამას ძალიან დადებითად და განწყობით შეხვდა ამ დღეს, რომ გამოცხადდეს ეს დღე უქმე დღედ. მე მგონი, ამით ჩვენს ეკონომიკას დიდი ზარალი არ მიადგება და ეს იქნება ძალიან დიდი საქმე, რომ ეს იყოს ჩვენთვის მშობლების მოფერების და ოჯახის სიმტკიცის დღე. და გამოცხადდეს.. ეს განსაკუთრებული დღე იქნება ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის.
tbl.ge/1su
დაკოპირდა
განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე. ბუკია ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ერთიანმა ნაციონალური მოძრაობიდან გახდა, თუმცა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ის საპარლამენტო უმცირესობაში არ შევიდა.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი!
- კობახიძე: მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ უქმედ, ფასეულობებს უნდა გავუფრთხილდეთ
- "დავანახოთ მსოფლიოს" - მდინარაძის თქმით, "ოჯახის სიწმინდის" დღის მსვლელობას უერთდება
- "ოჯახის სიწმინდის" მსვლელობასთან დაკავშირებით 17 მაისს მოძრაობა შეიზღუდება
- მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა