არ ვეთანხმები აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მინისტრებისთვის მწვანე შუქი იყო ანთებული, რომ მარგველაშვილი ღიად ეკრიტიკებინათ. მინისტრებს აქვთ საკუთარი მოსაზრება. ბიძინა ივანიშვილი არასდროს აკრიტიკებს ადამიანს უსამართლოდ. მე არ მახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილს ადამიანი გაეკრიტიკებინოს უსამართლოდ. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი სამართლიანად აკრიტიკებს ამა თუ იმ პიროვნებას, იქნება ეს ღარიბაშვილი, უსუფაშვილი, მარგველაშვილი თუ სხვა, ადამიანის არჩევანია, გაიზიაროს თუ არა ეს კრიტიკა. მინისტრების უმრავლესობამ გაიზიარა ეს აზრი, რაც ნორმალურია. აქ არაფერ შუაშია მწვანე შუქის ანთება.
tbl.ge/smg
დაკოპირდა
განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა რეაქციაში ბიძინა ივანიშვილისა და მინისტრების მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკაზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- გაბაშვილი: პრემიერი დასავლურ თავდაცვით შეიარაღებაზე რუსეთის გზავნილს იმეორებს
- პრემიერი: უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება, ომის ესკალაციას გამოიწვევს
- პრემიერი: ხუმრობაა, საგანელიძემ გადაწყვიტა, პრეზიდენტს ვეტოს უფლება ჩამოართვასო
- პრემიერი: ვალდებულნი ვართ, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი ვაწარმოოთ
- ჯაფარიძე: ეს განცხადება არის არაკომპეტენტურობა და მოვლენების არასწორად აღქმა