ლარის კურსის ცვლილება

დავით საგანელიძის შეფასებით დოლარი ყველა ქვეყანაში გამყარდა

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის ვარდნა საგანგაშო არაა. მისივე თქმით, დოლარის კურსი ყველა ქვეყანაში გამყარდა, რაც ქართულ ლარზეც აისახა. 

"რასაც ვხედავ, საგანგაშო ნამდვილად არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ხდება კურსის დევალვაცია, რაც მიბმულია პროცესებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება. დოლარის კურსი ყველა ქვეყანაში გამყარდა და ამან, ბუნებრივია, ლარზე თავის გავლენა იქონია."

არსებული საერთაშორისო სავალუტო მონაცემების მიხედვით დოლარის კურსის გამყარება ზოგიერთ ქვეყანაში მათ შორის საქართველოშიც შეიმჩნევა, მაგრამ ამას საყოველთაო სახე არ აქვს. 

კომენტარები